Monday, July 3, 2017

მეცხრე ტრენინგ დღის რეფლექსია

დავასრულე პროექტზე მუშაობა, გადავამოწმე გეგმა, შემდეგ თითოეული საქაღალდე შევამოწმე. ვნახე იქ არსებული დოკუმენტაცია , ყველაფერი წესრიგში მქონდა და ავტვირთე გუგლ დისკზე. რომელსაც გამოვაქვეყნებ ჩემს ბლოგზე.
    დღევანდელი დღით დასრულდა ინტელის ტრენინგი, ძალიან კმაყოფილი დავრჩი ამ ტრენინგით, ჩემთვის ბევრი რამე სიახლე იყო, ბევრი რამ ვიცოდი. შეძენილ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ სასწავლო პროცესში, რათა სწავლა-სწავლება უფრო ნაყოფიერი და მრავალფეროვანი იყოს.
  ძალიან მომეწონა ტრენერის ბატონი გიორგი ხომასურიძის დამოკიდებულება თითოეული  მასწავლებლის მიმართ. მადლობა დიდი.

მერვე ტრენინგ დღის რეფლექსია

დღეს გავაკეთე პრეზენტაციის ატვირთვა გუგლ დრაივზე და გამოვაქვეყნე ბლოგზე. დავათვალიერე კოლეგების პრეზენტაციები და დავაკომენტარე. ასევე ვიმუშავე დამხმარე საქაღალდეში , დავამატე ფასილიტაცია ინტერვიუსთვის და კვლევისთვის.. ძალიან ნაყოფიერი დღე იყო .