Monday, July 3, 2017

მეცხრე ტრენინგ დღის რეფლექსია

დავასრულე პროექტზე მუშაობა, გადავამოწმე გეგმა, შემდეგ თითოეული საქაღალდე შევამოწმე. ვნახე იქ არსებული დოკუმენტაცია , ყველაფერი წესრიგში მქონდა და ავტვირთე გუგლ დისკზე. რომელსაც გამოვაქვეყნებ ჩემს ბლოგზე.
    დღევანდელი დღით დასრულდა ინტელის ტრენინგი, ძალიან კმაყოფილი დავრჩი ამ ტრენინგით, ჩემთვის ბევრი რამე სიახლე იყო, ბევრი რამ ვიცოდი. შეძენილ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ სასწავლო პროცესში, რათა სწავლა-სწავლება უფრო ნაყოფიერი და მრავალფეროვანი იყოს.
  ძალიან მომეწონა ტრენერის ბატონი გიორგი ხომასურიძის დამოკიდებულება თითოეული  მასწავლებლის მიმართ. მადლობა დიდი.

მერვე ტრენინგ დღის რეფლექსია

დღეს გავაკეთე პრეზენტაციის ატვირთვა გუგლ დრაივზე და გამოვაქვეყნე ბლოგზე. დავათვალიერე კოლეგების პრეზენტაციები და დავაკომენტარე. ასევე ვიმუშავე დამხმარე საქაღალდეში , დავამატე ფასილიტაცია ინტერვიუსთვის და კვლევისთვის.. ძალიან ნაყოფიერი დღე იყო .

Friday, June 30, 2017

მეშვიდე ტრენინგ დღის რეფლქსია

დღეს ვიმუშავე პრეზენტაციის შაბლონზე, ასევე მოსწავლის პრეზენტაციის გაკეთება დავიწყე. საკმაოდ საინტერესო და შრომატევადი იყო

Wednesday, June 28, 2017

მეექვსე ტრენინგ დღის რეფლექსია

დღევანდელ ტრენინგზე გავაგრძელეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა, კერძოდ დამხმარე სახელმძღვანელოს დახმარებით შევავსეთ წინარე ცოდნა, გავწერეთ პროცედურები,დიფერენცირებული სწავლება. 

Sunday, June 25, 2017

მეხუთე ტრენინგ დღის რეფლექსია

დღევანდელ ტრენინგზე პროექტის გეგმაში დავასრულე პროექტის მსვლელობისას და დასასრულის მეთოდები და ინსტრუმენტები. შევქმენი შეფასები რუბრიკები. მზა ელ.მასალები ავტვირთე გუგლის დისკზე. ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი ტრენინგის შედეგებით.

Saturday, June 24, 2017

მეოთხე ტრენინგ დღის რეფლექსია

დღევანდელ ტრენინგზე გავაგრძელეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა, კერძოდ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შევსებაზე. შემდეგ გამოვიყენეთ ელ.სახელმძღვანელო და განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები.შევიმუშავთ შეფასების რუბრიკები.
ძალიან კმაყოფილი ვარ

Friday, June 16, 2017

მესამე ტრენინგ დღის რეფლქსია

დღეს  ტრენინგი დავიწყეთ ჩვენს მიერ შექმნილი  პროექტის  განხილვით. შემდეგ კი ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე, გეგმაში ჩავსვით საგნობრივი   სტანდარტის შედეგები და ინდიკატორები. გამოვიყენეთ ელ. სახელმძღვანელოდან   დამატებითი რესურსები განახლებული ბლუმის ტაქსონომიის სიტყვები
შემდეგ ვიმსჯელეთ ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებზე. ძალიან ნაყოფიერი დღე იყო.

Sunday, June 11, 2017

პირველი მოდულის რეფლექსია

ტრენინგის დასაწყისში  ტრენერმა გაგვაცნო ჩვენი ტრენინგის მიზანიტრენინგის მიზანი იყო პროექტებით სწავლება და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში
გავეცანით ელექტრონულ სახელმძღვანელოს, რომელიც განთავსებულია ინტერნეტში

 გავხსენით ახალი ბლოგი ჩვენი ახალი პროექტისთვის, ავირჩიეთ ბლოგის დიზაინი.  შემდეგ შევქმენით პორტფოლიო პროექტისთვის.ჩამოვაყალიბე პროექტის თემა და დავიწყე პროექტის გეგმის შევსება.